13:17 | 16.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფიფას პრეზიდენტად ისევ ჯანი ინფანტინო აირჩიეს. ის ერთადერთი კანდიდატი იყო

ფიფას 73-ე კონგრესზე, რომელიც დღეს, 16 მარტს, ქალაქ კიგალიში (რუანდას დედაქალაქი) გაიმართა, ორგანიზაციის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა. ჯანი ინფანტინო ფიფას ხელმძღვანელად 2027 წლამდე აირჩიეს. აღსანიშნავია, რომ არჩევნებში პრეზიდენტობის მხოლოდ ერთადერთი კანდიდატი ინფანტინო გახლდათ.

ინფანტინო ფიფას პრეზიდენტად პირველად 2016 წელს აირჩიეს, მაშინ მან კენჭისყრის მეორე ტურში 207-დან 115 ხმა მიიღო. 2019 წელს იტალიელი ჩინოვნიკი ხელახლა აირჩიეს მეორე ვადით.

0.117768