„ნაპოლის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ „აინტრახტთან“ მატჩის (3:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებს, რომ სეზონი წარმატებით დაასრულოს და გულშემატკივრები გაახაროს.
„ძალიან დიდი მადლობა ქართველებს და „ნაპოლის“ ყველა გულშემატკივარს, რომლებიც სტადიონზეც და ტელევიზორიდანაც გვგულშემატკივრობენ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სეზონი წარმატებულად ჩავამთავროთ და ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ.
ედენ აზარი ძალიან დიდი ფეხბურთელია და მე ალბათ, მის დონემდე ბევრი მიკლია, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ წარმატებული ფეხბურთელი ვიყო და ჩემი გულშემატკივრები გავახარო“, - განაცხადა კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 29 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი, 13 საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა. "ნაპოლი" მომდევნო შეხვედრას სერია A-ში 19 მარტს, სტუმრად "ტორინოსთან" ჩაატარებს, შემდეგ კი სანაკრებო პაუზა დაიწყება და კვარაცხელიას საქართველოს ნაკრებში მონღოლეთსა და ნორვეგიასთან მატჩები ელოდება.