მადრიდის „რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩში „ლივერპულთან" გამარჯვების შემდეგ (1:0), ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა.
„კარგი შეხვედრა ჩავატარეთ. ყოველგვარი ჩავარდნების გარეშე. ყველაფერი კარგად დასრულდა. კენჭისყრის შედეგი არ მაღელვებს. უბრალოდ უნდა მოვიგოთ. Სულ ეს არის.
ძალიან თანამედროვე გუნდი გვყავს - ძლიერი, გამოცდილი, საქმისთვის თავდადებული.
მეოთხედფინალში გავიდნენ გუნდები, რომლებიც ამ ეტაპზე ბევრს არ უნახავს. უპირველეს ყოვლისა, ეს სერია A-ს კლუბებს ეხება. მაგრამ ყურადღება საკუთარ თამაშზე და გამარჯვებებზე უნდა გავამახვილოთ.“ - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.
ორი მატჩის ჯამში მადრიდელებმა მერსისაიდელებს 6:2 მოუგეს.
მეოთხედფინალური წყვილების კენჭიყრა 17 მარტს გაიმართება.