სხვა

0:14 | 16.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

დაშვებაში სეზონის ბოლო რბოლები კრიხმაირმა და შტუჰეცმა მოიგეს

ანდორაში სამთო მოთხილამურეთა მსოფლიო თასის სეზონში, დაშვების ბოლო რბოლები გაიმართა. მამაკაცთა შორის გამარჯვება ავსტრიელმა ვინსენტ კრიხმაირმა მოიპოვა, ქალთა შორის კი ყველაზე სწრაფი, სლოვენიელი ილკა შტუჰეცი იყო.

ქალთა რბოლა გამოტოვა ამერიკელმა მიკაელა შიფრინმა, ვინც მომდევნო სამ რბოლაში იასპარეზებს და ძალებიც ამ რბოლებისთვის შემოინახა. მას ამ სეზონში 13 მოგება აქვს და მსოფლიო თასზე მოპოვებული გამარჯვებებით, ლეგენდარული ინგემარ სტენმარკის რეკორდი გააუმჯობესა. თუმცა ამით დაკმაყოფილებას არ აპირებს.

შტუჰეცმა 0.51 წამით აჯობა დაშვებაში ბროლის გლობუსის მფლობელს, იტალიელ სოფია გოჯას. მესამე ადგილი კი შვეიცარიელმა ლარა გუტ-ბერამიმ დაიკავა.

მამაკაცთა რბოლაში მხოლოდ მე-15 ადგილს დასჯერდა მარკო ოდერმატი, კვარცხლბეკზე მეორე და მესამე ადგილები კი გერმანელებმა, რომედ ბაუმანმა (გამარჯვებულს 0.09 წამით ჩამორჩა) და ანდრეას ზანდერმა (0.13 წამი) დაიკავეს. მხოლოდ მეექვსე ადგილს დასჯერდა ნორვეგიელი ალეკსანდერ ომოდტ კილდე, ვინც დაშვებაში მცირე გლობუსი მანამდე გაინაღდა.

ოდერმატმა თავისი მე-15 ადგილისთვის, 16 ქულა დაიმსახურა და აბსოლუტურ ჩათვლაში 1 842 ქულა დაუგროვდა. დარჩენლ სამ რბოლაში ორი მეორე ადგილის, ან მოგების და ერთი მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში, ლეგენდარული ავსტრიელის, ჰერმან მაიერის რეკორდს გააუმჯობესებს. ეს რეკორდი ამჟამად მსოფლიო თასზე 2 000 ქულის დაგროვებაა, რაც მაიერმა 23 წლის წინათ შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.473081