აზერბაიჯანის პრემიერლიგის 27-ე ტურში დავით ვოლკოვის „საბაჰმა“ სტუმრად „ზირა“ 2:0 დაამარცხა და ქართველმა ფეხბურთელმა გოლი გაიტანა.
ვოლკოვმა თავი 52-ე წუთზე გამოიჩინა და ანგარიში გახსნა. აღსანიშნავია, რომ ის გასულ სეზონში სწორედ „ზირას“ ღირსებას იცავდა.
27 წლის ფორვარდს აზერბაიჯანის ჩემპიონატში 27 მატჩში 8 გოლი დაუგროვდა, გარდა ამისა, 2 გოლი თასზე (3 შეხვედრაში) აქვს გატანილი. „საბაჰი“ 62 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ყარაბაღს“ 9 ქულით ჩამორჩება.