ჭიდაობა

22:00 | 15.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო ჩხიკვაძე ზედიზედ მეორედ ევროპის 23-წლამდე ჩემპიონი გახდა

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 23-წლამდე მოჭიდავეთა შორის, დიეგო ჩხიკვაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.

67 კგ წონითი კატეგორიის ფინალში ქართველმა ფალავანმა ფინალში თურქი მუსტაფა ილდირიმი 2:1 დაამარცხა და 23-წლამდე ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.

გარდა ამისა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს 72 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ჩხიკვაძემ და 82 კგ წონით კატეგორიაში საბა მამალაძემ. აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ გიორგი შოთაძე და გიორგი ცოფურაშვილი ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ.

ამრიგად, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატი 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

0.120066