ფეხბურთი

19:43 | 15.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

41 წლის იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრებში ისევ გამოიძახეს

„მილანის“ ვეტერანი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრებში გამოიძახეს - 41 წლის ასაკში!

სკანდინავიელთა მთავარმა მწვრთნელმა იანე ანდერსონმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელგიისა და აზერბაიჯანის ნაკრებების წინააღმდეგ სათამაშოდ შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც ზლატანიც მოხვდა.

იბრაჰიმოვიჩმა შვედეთის ნაკრებში ბოლოს 2022 წლის 29 მარტს, პოლონეთის წინააღმდეგ ითამაშა, რომელშიც მისი გუნდი დამარცხდა და მუნდიალს მიღმა დარჩა.

მას შემდეგ იბრას ტრავმის გამო დაახლოებით 8 თვე გაუცდა და მოედანზე არცთუ დიდი ხნის წინ დაბრუნდა. მიმდინარე სეზონში 41 წლის ლეგენდარულმა ფორვარდმა მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა, გოლი კი არ გაუტანია. შვედეთის ნაკრებში ზლატანი 2001 წლიდან თამაშობს, მის აქტივში კი 121 შეხვედრა და 62 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113586