ფეხბურთი

19:04 | 15.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა: "ნაპოლი" ამჟამად ევროპის საუკეთესო კლუბია"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ იტალიურ მედიასთან ადგილობრივი კლუბებისა და „ნაპოლის“ შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც ესპანელმა აღნიშნა, დღეისთვის ევროპის საუკეთესო კლუბი „ნაპოლია“.

„მიხარია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე იტალიური კლუბები კარგად გამოდიან, იქ ორი წელი ვიცხოვრე და ბევრი მეგობარი მყავს. ეს არ არის შემთხვევითობა, „ნაპოლი“ ამ მომენტში ალბათ ევროპის საუკეთესო გუნდია, სათამაშო ხარისხით ის და „არსენალი“ ახლოს არიან.

„მილანი“ და „ინტერი“ მომდევნო ეტაპზე გავიდნენ, პრემიერლიგაში კი რობერტო დე ძერბი მუშაობს, რომელიც ინგლუსრ ფეხბურთში ბევრ რამეს ცვლის, ის წარმოუდგენლად მუშაობს. ყველაფერი კარგი, რაც იტალიაში ხდება, მახარებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ იქ უფრო დასასვენებლად წავალ, ვიდრე სამუშაოდ“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ორი იტალიური კლუბი გავიდა, ამასთან ძალიან ახლოსაა „ნაპოლიც“. მეოთხედფინალურ სტადიაზე თუ ლუჩანო სპალეტის გუნდიც გავა, იტალიას ყველაზე მეტი წარმომადგენელი ეყოლება, 2005-2006 წლების სეზონის შემდეგ კი სერია A-ს სამი კლუბი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პირველად იქნება.

0.11325