ფეხბურთი

16:09 | 15.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

საუდის არაბეთში მესის გადაბირებას კვლავ ცდილობენ

ლეო მესის „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება და ჯერ-ჯერობით უცნობია ის, თუ რას გადაწყვეტს არგენტინელი მსოფლიო ჩემპიონი მომავალში, თუმცა საუდის არაბეთში მის გადაბირებას აქტიურად ცდილობენ.



Marca-ს ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში ლეო მესის მამა და ფეხბურთელის აგენტი რიადში შენიშნეს, რამაც მაშინვე გააღვივა საუბრები. გავრცელებული ინფორმაციით, საუდის არაბეთი და „ალ ჰილალი“ 220 მილიონიან კონტრაქტს ამზადებენ არგენტინელის სანაცვლოდ.

აღსანიშნავი ფაქტია ის, რომ „ალ ჰილალს“ საუდის არაბეთის სამეფო ოჯახიც უჭერს მხარს, ამიტომაც ისინი მზად არიან, რომ სახელფასო ლიმიტი გაზარდონ, რათა ლეომ მათ ფავორიტ გუნდში შეძლოს თამაში.

ცოტა ხნის წინ კრიშტიანუ რონალდუმ ერთი შეხედვით წარმოუდგენელი კონტრაქტი გააფორმა „ალ ნასრთან“, ამიტომაც არაფერია გამორიცხული ლეო მესის შემთხვევაში, თუმცა ფაქტია ის, რომ წინ კიდევ უამრავი ახალი ამბავი გველის. ლეო მესის შემთხვევაში პსჟ-ში დარჩენა, „ბარსელონაში“ დაბრუნება, ან საუდის არაბეთში გადასვლა სახელდება ყველაზე რეალურ ვარიანტებად.

თეგებილეო მესი
0.122905