ფეხბურთი

15:25 | 15.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერ იუნაიტედი“ კოლო მუანის სანაცვლოდ 106 მილიონს ამზადებს

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ცხრიანის ძებნას კვლავ განაგრძობს. „წითელ ეშმაკებს“ არაერთი შემტევი დაუკავშირეს, ამჯერად კი მათ სამიზნეში „აინტრახტის“ თავდამსხმელი, რანდალ კოლო მუანი მოხვდა.



გერმანული ავტორიტეტული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ფრანგი შემტევის სანაცვლოდ 106 მილიონიანი შეთავაზება გაამზადა. 24 წლის შემტევს გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2027 წელს უმთავრდება, თუმცა წყაროს ინფორმაციით, „აინტრახტი“ სარფიანი შემოთავაზების შემთხვევაში, თავის ერთ-ერთ საუკეთესო შემტევს შეელევა.

ამ სეზონში კოლო მუანიმ „აინტრახტის“ მაისურით თავი 16-ჯერ გამოიჩინა. გარდა ამისა, მან თავი მსოფლიო ჩემპიონატზეც გამოიჩინა, როგორც კარგი, ასევე ცუდი კუთხით, როდესაც ფინალის ბოლო წამებზე ერთი-ერთზე გასულმა ემილიანო მარტინესს ვერ გაუტანა.

„მანჩესტერ იუნაიტედს“ აქამდეც რამდენიმე შემტევი დაუკავშირეს, მათ შორის კი ყველაზე მეტად „ნაპოლის“ ნიგერიელ თავდამსხმელზე, ვიქტორ ოსიმენზე მიდის საუბარი.

0.121375