საქართველოს U19 ხელბურთელთა ნაკრებმა კონტინენტალურ თასზე გამოსვლისას მე-2 ადგილი დაიკავა, თუმცა იმის გამო, რომ ტურნირის გამარჯვებულ გვადელუპეს რეგიონული სტატუსი აქვს მინიჭებული, მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ითამაშებს.
ქართველმა ხელბურთელებმა კონტინენტალურ თასზე ნიგერიის, ნიკარაგუის და ტაიტის ნაკრებები დაამარცხეს, ერთი შეხვედრა კი გვადელუპესთან წააგეს და მეორე ადგილზე გავიდნენ, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ესეც საკმარისი გამოდგა.
მსოფლიო ჩემპიონატზე 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. 8 ჯგუფში 4-4 გუნდი იქნება განაწილებული, შემდეგ კი პლეიოფის სისტემით გამოვლინება გამარჯვებული.
ქართველი ხელბურთელები წილისყრის შედეგად F ჯგუფში მოხვდნენ, სადაც ნორვეგიის, მონტენეგროს და ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ ითამაშებენ.
მსოფლიო ჩემპიონატი 2-დან 13 აგვისტოს ჩათვლით ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გაიმართება. შეხვედრებს 4 დარბაზი, Varaždin, Koprivnica, Opatija და Rijeka უმასპინძლებს, რომელთაგანაც პირველ მათგანში ფინალური ტური ჩატარდება.
მსოფლიო ჩემპიონატზე 6 დებიუტანტი იქნება - ბურუნდი, ჩეხეთი, ფარერის კუნძულები, მონტენეგრო, რუანდა და აშშ.
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფები:
A ჯგუფი: პორტუგალია, ხორვატია, რუანდა, ალჟირი
B ჯგუფი: უნგრეთი, სლოვენია, მაროკო, ახალი ზელანდია
C ჯგუფი: ეგვიპტე, ისლანდია, იაპონია, ჩეხეთი
D ჯგუფი: ესპანეთი, სამხრეთ კორეა, ბრაზილია, ბაჰრეინი
E ჯგუფი: დანია, ავსტრია, ჩილე, მექსიკა
F ჯგუფი: ნორვეგია, მონტენეგრო, მაკედონია, საქართველო
G ჯგუფი: გერმანია, არგენტინა, საუდის არაბეთი, აშშ
H ჯგუფი: შვედეთი, ფარერები, ირანი, ბურუნდი.