9 ოქტომბერს სპორტისა და ახალგაზარდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, მოადგილე აკაკი ლოდიასთან ერთად, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 25 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოში არაოფიციალური ვიზიტით მყოფ სომხეთის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს – გაბრიელ გაზარიანს შეხვდა.
გაზარიანთან ერთად შეხვედრას მინისტრის მრჩეველთა საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.
მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში. ითქვა, რომ იმ ტრადიციებიდან გამომდინარე, რაც საქართველოსა და სომხეთს შორის არსებობს, სამომავლოდ კიდევ უფრო მჭიდრო კონტაქტების დამყარებაა აუცილებელი.
შეხვედრაზე ასევე გადაწყდა, რომ მომზადდება ოფიციალური მემორანდუმი საქართველოსა და სომხეთის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროებს შორის.
სპორტისა და ახალგაზარდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური