სხვა

12:56 | 15.03.2023 | ნანახია 0 - ჯერ

ტოჩინოშინმა მარტის ბაშოზე პირველი გამარჯვება მოიპოვა (+VIDEO)

ტოკიოში მიმდინარე ჰარუ ბაშოს მეოთხე საშეჯიბრო დღეს, ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა პირველი გამარჯვება მოიპოვა.



ბაშოს მეოთხე დღეს, ტოჩინოშინი მებრძოლ ტოჰაკურიუს დაუპირისპირდა და ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა. ამრიგად, მას მოგება-წაგების ბალანსი 1-3_ზე გაუხდა და მდგომარეობა შედარებით გამოისწორა.

ქართველი სუმოისტი, რომელიც წინა ბაშოზე მიღებული ტრავმისა და უარყოფითი ბალანსის დაფიქსირების გამო ჯურიოს დივიზიონში ასპარეზობს, მომდევნო შეხვედრას ასანოიამას წინააღმდეგ გამართავს, რომელსაც მარტის ბაშოზე 3 მოგება და 1 წაგება აქვს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.065735