ფეხბურთი

11:57 | 15.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: “ჰოლანდს ეს მიღწევა 22 წლის ასაკში რომ დაეფიქსირებინა, მისი ცხოვრება მოსაწყენი გახდებოდა“

უეფას ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8 ფინალურ მატჩში „მანჩესტერ სიტიმ“ ლაიპციგი“ გაანადგურა, ერლინგ ჰოლანდმა კი თავი 5 გოლით გამოიჩინა, რის გამოც მატჩის შემდგომ გვარდიოლას მხრიდან კომპლიმენტებიც დაიმსახურა:



„რა შეიძლება ამ ხუთი გოლის შესახებ ვთქვა. ბევრჯერ აღმინიშნავს, რომ ის მხიარული ბიჭია. გასახდელში ყოველთვის ბედნიერია. ის ყველა ჩვენგანისთვის საჩუქარია. ძალიან კონკურენტული მოთამაშეა, დიდი მენტალობით და 5 გოლიც სწორედ ამის დამსახურებაა.

დღეს მან 5 გოლი მხოლოდ 35-40 შეხებაში გაიტანა. მე სწორედ ამას ვითხოვ. ლაიპციგში გამართულ შეხვედრაში ჩვენ მას ვერ ვპოულობდით, თუმცა ამაზე ვიმუშავეთ და შედეგიც მივიღეთ.

თუ ის გახდებოდა პირველი ფეხბურთელი, რომელიც 6 გოლს გაიტანდა ჩემპიონთა ლიგაზე და ამას 22 წლის ასაკში მიაღწევდა, მისი ცხოვრება მოსაწყენი გახდებოა, სწორედ ამიტომ შევცვალე ის. არ ვიცოდი, რომ ასეთი მიღწევა ლეო მესისაც ჰქონდა. თამაში უკვე გადამწყვეტ ფაზაში იყო შესული, ამიტომაც მსურდა რაც შეიძლებოდა მეტი მოთამაშისთვის მიმეცა შანსი“ - განაცხადა გვარდიოლამ მატჩის შემდგომ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ 7 უპასუხო გოლი გაუტანა „ლაიპციგს“ და ¼ ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. ერლინგ ჰოლანდმა 5 გოლი გაიტანა, რითაც ლეო მესის და ლუის ადრიანოს გაუთანაბრდა. ამასთანავე, მესი აქამდე ერთადერთი იყო, ვინც ამ შედეგის დაფიქსირება პლეიოფის სტადიაზე შეძლო „ლევერკუზენის“ წინააღმდეგ.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ გუშინ ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა და ცნობილი გახდა, რომ ერლინგ ჰოლანდი საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ ბათუმშიც ჩამოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110582