მას შემდეგ, რაც „რეალ მადრიდის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, გუტიმ გაიგო, რომ ხვიჩა კვარაცხელიას კუმირია, გადაწყვიტა ქართველითვის საკუთარი ავტოგრაფიანი მაისური გაეგზავნა, რომელიც ნეაპოლში კვარას El Chiringuito-ს ჟურნალისტმა ჩაუტანა.
ესპანელმა ჟურნალისტმა ქართველს საჩუქარი პირადად გადასცა, თანაც ვიდეოს კომედიური ჟანრის ელფერიც მისცა. პირველ ჯერზე ის ხვიჩას სავარჯიშო ბაზაზე მისვლისას წინ დაუდგა, თუმცა ქართველმა ავტომობილი არ გააჩერა და გზა განაგრძო, მოგვიანებით კი ნიკო როდრიგესმა ავტოგრაფიანი მაისური ქართველს მაინც გადასცა.
„საჩუქარი ხვიჩას. იმედი მაქვს მაისური მოგეწონება და შენი ოცნებები ახდება. მე მადრიდში გელოდები და იმედი მაქვს, მალე შევხვდებით“ - ეწერა გუტის გამოგზავნილ წერილში.
ამაზე კომენტარი ქართველმა ფეხბურთელმაც გააკეთა:
„დიდი მადლობა. გუტისთვის საჩუქარი მეც მაქვს და აუცილებლად გავუგზავნი. დიდი მადლობა ამ მაისურისა და წერილისთვის. შენ საფეხბურთო ლეგენდა ხარ და კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა“ - განაცხადა კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 28 შეხვედრაში 13 გოლი აქვს გატანილი.