ჭიდაობა

10:39 | 15.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

U23 მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დაიწყო 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, სადაც საქართველოს ნაკრებმა ორი ვერცხლის მედალი უკვე მოიპოვა.



63 კგ. წონით კატეგორიაში გიორგი შოთაძე ფინალში, ფინელ ტინო ტაპიო ოიალასთან 4:5 დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

რაც შეეხება მეორე მედალს, ის გიორგი ცოფურაშვილმა მოიპოვა. მან 130 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში უკრაინელ მიხაილო ვიშნივეცკისთან წააგო 1:4.

ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა 77 კგ.-ში ხვიჩა ანანიძესაც, თუმცა მან გერმანელ დენი ნაკაევთან 1:9 წააგო და უმედლოდ დარჩა.

დღეს ჩემპიონები დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. ფინალში იჭიდავებს დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ.), რომლის მეტოქეც თურქი მუსტაფა ილდირიმი იქნება.

0.132495