ქართველი პარა ძიუდოისტი ზვიად გოგოჭური 2023 წლის ალექსანდრიას გრან-პრის გათამაშების ოქროს მედლის მფლობელია.
გოგოჭურმა +90 კილოგრამ წონით კატეგორიაში 3 შეხვედრა მოიგო. მან თავდაპირველად ყაზახი პარასპორტსმენი დაამარცხა, ნახევარფინალურ ბრძოლაში კი ბრიტანელ პარალიმპიურ ჩემპიონს სძლია. რაც შეეხება ფინალს, ქართველნა ფალავანმა უზბეკ პარასპორტსმენს მოუგო და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
გეტყვით, რომ სულ ტურნირზე 33 ქვეყნის 161 სპორტსმენი გამოდის, რომლებიც 2024 წელს პარიზში გასამართ პარალიმპიადის საგზურისთვის იბრძვიან. რაც შეეხება ქართველებს, საქართველო ექვიპტეში 6 ძიუდოისტით არის წარმოდგენილი.