ავტოსპორტი

23:30 | 14.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ავტოსპორტში საქართველოს ვირტუალური ჩემპიონატის მესამე ეტაპი 15 მარტს გაიმართება

2023 წლის საქართველოს ვირტუალური ჩემპიონატის მესამე ეტაპი სტარტს 15 მარტს აიღებს. რბოლა ჰუნგარორინგის ტრასაზე ჩატარდება. სპორტსმენები ამჯერად წვიმიან ამინდში, სველ საფარზე იასპარეზებენ, რაც ერთიორად გაართულებს მათ ამოცანას და რბოლას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.

მესამე ეტაპის დაწყებამდე ჩემპიონატს 55 ქულით, მიშო ცისკარიძე ლიდერობს, მეორე ადგილს - 38 ქულით სანდრო შამანიდი იკავებს, რომელსაც არჩილ ციმაკურიძე მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.

ჩემპიონატი ტრადიიულად სიმულექს რეისიბგის ორგანიზატორობით იმართება

მესამე ეტაპის ლაივ სტრიმის ნახვა ორგანიზატორის, სიმულექს რეისინგის Facebook გვერდზე და YouTube არხზე შეგეძლებათ. რბოლა 21:30 საათზე დაიწყება.

0.119826