ფეხბურთი

21:54 | 14.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

მასიმო მორატი: "კვარაცხელია ბესტს ჰგავს და "ოქროს ბურთის" მოგება შეუძლია"

„ინტერის“ ყოფილმა პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ოქროს ბურთის“ მოგება შეუძლია.

მისი თქმით, ჯერ ეს ადრეა, მაგრამ საამისო პოტენციალი გააჩნია და თუ სტაბილურად მაღალ დონეზე ითამაშებს, „ოქროს ბურთი“ შეიძლება მოიგოს.

„კვარაცხელიას მარადონასგან განსხვავებული თვისებები აქვს. ძლიერი და შთამბეჭდავად თამამია. ის ძალიან მაგონებს ჯორჯ ბესტს. ჯერ ნაადრევია, მაგრამ აქვს თვისებები, რომლის ხარჯზე „ოქროს ბურთის“ მოგება შეუძლია. ამას დრო და მაღალ დონეზე წლების განმავლობაში თამაში დასჭირდება“, - თქვა მორატიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 22 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი, 9-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა. ჩემპიონთა ლიგის შედეგებსაც თუ დავუმატებთ, კვარას მაჩვენებელი ცხადია უფრო შთამბეჭდავია: 28 მატჩი, 13 გოლი, 13 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი.

0.128522