მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მოკლე, მაგრამ ძალიან პოზიტიური კომენტარი გააკეთა.
როგორც „სამეფო კლუბის“ თავკაცმა Sky Sport-ს უთხრა, კვარა შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელიც „ნაპოლის“ ძალიან კარგად მოერგო.
„კვარაცხელია შესანიშნავი ფეხბურთელია, „ნაპოლიში“ კარგად თამაშობს და ოსიმენთან დუეტი ძალიან ეფექტურია. ზოგადად, იტალიური გუნდები კარგად თამაშობენ ჩემპიონთა ლიგაზე და სამი გუნდით მეოთხედფინალში გასვლა, ევროპისთვის ძლიერი სიგნალი შეიძლება იყოს“, - აღნიშნა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 22 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი, 9-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა. ჩემპიონთა ლიგის შედეგებსაც თუ დავუმატებთ, კვარას მაჩვენებელი ცხადია უფრო შთამბეჭდავია: 28 მატჩი, 13 გოლი, 13 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი.