ფეხბურთი

16:52 | 14.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

კალაიო: "კვარაცხელია "ნაპოლის" ისტორიაში მარადონას შემდეგ ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია"

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ემანუელე კალაიომ ხვიჩა კვარაცხელიასთვის 10 ნომრის გადაცემაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ერთი მატჩით ეს დასაშვებია. კალაიო დარწმუნებულია, რომ დიეგო მარადონას შემდეგ კვარაცხელია „ნაპოლის“ ისტორიაში ყველაზე ნიჭიერი მოთამაშეა.

„როგორც ანტი-იუვენტინო, ვისურვებდი, რომ სკუდეტო 23 აპრილს, ტურინში თამაშით გავინაღდოთ, ეს ცუდი სულაც არ იქნება. ჩემზე რომ იყოს, ამ დღეს ავირჩევდი. თუმცა, 7 მაისს, „ფიორენტინას“ წინააღმდეგაც კარგი იქნება, რადგან მატჩი ნეაპოლშია. იმედი მაქვს, რომ „ნაპოლი“ მალე გაიფორმებს ჩემპიონობას, რომ ჩემპიონთა ლიგაზე სრულად კონცენტრაცია შეძლოს.

კვარაცხელიას 10 ნომერი? ჩემს მეგობარ პამპა სოსას ეცვა ეს მაისური, ასე რომ, ერთხელ კვარამაც შეიძლება ჩაიცვას. ის მარადონას შემდეგ „ნაპოლის“ ისტორიაში ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია“, - თქვა კალაიომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 22 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი, 9-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა. ჩემპიონთა ლიგის შედეგებსაც თუ დავუმატებთ, კვარას მაჩვენებელი ცხადია უფრო შთამბეჭდავია: 28 მატჩი, 13 გოლი, 13 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი.

0.119245