ფეხბურთი

17:25 | 14.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კასანო: "კვარაცხელია მსოფლიოში საუკეთესო გარემარბია"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ ხვიჩა კვარაცხელიათი აღტაცება კიდევ ერთხელ არ დამალა. როგორც მან განაცხადა, ქართველი ფეხბურთელი მსოფლიოში საუკეთესო მარცხენა ფლანგელი შემტევია.

„კვარაცხელია ჩემთვის მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა გარემარბია. ის კომანზე ძლიერია, გრილიშზე ძლიერია, „ბარსელონას“ ძირითად შემადგენლობაში მშვიდად, უპრობლემოდ ითამაშებდა. დღეისთვის კვარაცხელია ფენომენალური ფეხბურთელია. მინდა, ვნახო, ჩემპიონთა ლიგაზე მისი სტაბილური თამაში და მომდევნო სეზონში როგორ ითამაშებს, მაგრამ წელს ისეთი რაღაცები გვაჩვენა, რაც ლოგიკაში არ ჯდება. კვარაცხელია რაფაელ ლეაუზე ბევრად ძლიერია, მან უფრო მეტი რაღაცის გაკეთება იცის, რომ „მილანის“ ფეხბურთელმა“, - აღნიშნა კასანომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 22 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი, 9-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა. ჩემპიონთა ლიგის შედეგებსაც თუ დავუმატებთ, კვარას მაჩვენებელი ცხადია უფრო შთამბეჭდავია: 28 მატჩი, 13 გოლი, 13 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი.

0.117261