ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტალე სოლბაკენმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საწყისი ორი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.
მან ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების წინააღმდეგ სათამაშოდ 26 ფეხბურთელი გამოიძახა. ბუნებრივია, განაცხადში არიან ნორვეგიელთა მთავარი ვარსკვლავები - ერლინგ ჰოლანდი და მარტინ ოდეგორი.
ნორვეგიის ნაკრების განაცხადი ასეთია:
მეკარეები: ორიან ნილანდი (ლაიფციგი), იაკობ კარლსტრიომი (მიოლდე), ეგილ სელვიკი (ჰაუგესუნი)
მცველები: კრისტოფერ აიერი (ბრენტფორდი), ბირგერ მელინგი (რენი), სტიან გრეგერსენი (ბორდო), ანდრეას ჰანჩე-ოლსენი (მაინცი), მარკუს პედერსენი (ფეიენოორდი), იულიან რიერსონი (დორტმუნდი), სტეფან სტრანდბერგი (ვალერენგა), ლეო ოსტიგორი (ნაპოლი)
ნახევარმცველები: ფრედრიკ აურსნესი (ბენფიკა), პატრიკ ბერგი (ბოდო გლიმტი), სანდერ ბერგე (შეფილდ იუნაიტედი), ოლა ბრინდჰილდესნი (მიოლდე), მატს მიოლერ დაელი (ნიურნბერგი), მოჰამედ ელიონუსი (საუთჰემპტონი), ოლა სოლბაკენი (რომა), მორტენ თორსბი (უნიონ ბერლინი), კრისტიან თორსტვეიდტი (სასუოლო), უგო ვეტლესენი (ბოდო გლიმტი), მარტინ ოდეგორი (არსენალი)
თავდამსხმელები: ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი), იორგენ სტრანდ ლარსენი (სელტა), ალეკსანდერ სორლოთი (სოსიედადი)
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებთა მატჩი 28 მარტს, ბათუმში, 20:00 საათზე გაიმართება. მანამდე, 25 მარტს, საქართველო ამხანაგურ თამაშს მონღოლეთთან ჩაატარებს, ხოლო იმავე დღეს ნორვეგია ევრო 2024-ის შესარჩევში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნორვეგიასთან უარყოფითი ბალანსი აქვს: სამიდან სამი წაგება. 1996 წელს ნორვეგიელებმა სპარინგში იმარჯვეს, ხოლო 1999 წელს, ევრო 2000-ის შესარჩევ ეტაპზე თბილისში 4:1 და ოსლოში 1:0 მოიგეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
2006 წელი გაიმეორა ვილიარელმა?..
არადა, ხომ ვამბობდი... ))
ნაყომარებია))
ბოდიშს ვუხდი ვილიარეალს მესის გარეშე დარჩენილ ვალვერდე-სეტიენ-კუმანის ბარსელონას რომ ვადარებდი)))ეჭვიც არ მეპარებოდა რომ თავს არ შეირცხვენდნენ ბავარიასთან მაგრამ თუ გააგდებდნენ ნაღდად არ მეგონა.ბრავო ვილიარეალი და ეს ემერი ახლა ნაღდად უტ..ნავი გახდა)))მეტად დააფასეთ ლა ლიგა.არაერთხელ მითქვამს რომ იმ ფულის ნახევარიც კი რომ მოხმარდეს ესპანეთს რაც ინგლისს ხმარდება ფეხბურთის ზეიმს ვნახავდით
ჩაწყობილი იყო არაა? მარტო ბარსელონას წაგებები როგორ არის კაცო ჩაწყობილი? ვილიარეალი არის დეგენერატი გუნდი რა ვილიარეალი. აწი ჩემპიონთა ლიგის ნახევარ ფინალში კი არა საერთოდ ჯგუფშიც ვერ მოხვდებიან კიდე ბევრი წელი. ოთხეულში ბოლოს როდის იყო საერთოდ ვილარეალი
თვითონ თამაშს არაფერი ეტყობოდა ჩაწყობილის(ანუ მზეობა არავის გაუკეთებია ისეთი რომ აშკარა ყოფილიყო ჩაწყობის ნიშნები,მაგალითად ისეთი რაც ალბამ აკეთა ენფილდზე) და წინასწარ მასე წყნარი თამაში თუ მოილაპარაკეს ეგ აღარ ვიცი)))
კამფეტ