ფიფა ახლოს არის მსოფლიო ჩემპიონატის ახალი ფორმატის დამტკიცებასთან - წერს The Athletic.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მუნდიალი, რომელიც აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში გაიმართება, ისტორიაში უდიდესი იქნება. მასში მონაწილეობას 48 გუნდი მიიღებს და არა 32, როგორც ადრე იყო. გარდა ამისა, ეს მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი გამოვა: 39 დღეს გასტანს, რომელიც 104 მატჩს მოიცავს.
ფიფას თავდაპირველი იდეა 16 სამგუნდა ჯგუფისგან შემდგარი ტურნირი გახლდათ, რომელთაგან ორ-ორი საუკეთესო ფლეი ოფში გავიდოდა. ეს ფორმატი ნიშნავდა 80 მატჩს, 16-ით მეტს, ვიდრე ახლანდელია.
თუმცა, სამგუნდიან ჯგუფებს აქვს მნიშვნელოვანი ნაკლი: ბოლო ტურის მღელვარების დაკარგვა და იმის ალბათობის გაზრდა, რომ ბოლო მატჩში ორი გუნდი ერთმანეთს სასურველ შედეგზე შეუთანხმდება.
ახალ ფორმატის მიხედვით, 12 ოთხგუნდა ჯგუფი შეიქმნება, ასევე საუკეთესო რვა მესამედგილოსანიც გავა ფლეი ოფში. დამატებითი სათამაშო კვირა წინასატურნირო არდადეგების 23 დღიდან 16-მდე შემცირების კვალად გამოთავისუფლდება.