ფეხბურთი

13:38 | 14.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

პიკე - „ბარსელონას“ საქმეზე: „დარწმუნებული ვარ, კლუბს მსაჯებისთვის არ გადაუხდია“

„ბარსელონას“ ყოფილმა მცველმა, ჟერარ პიკემ, კლუბის წინააღმდეგ გაჟღერებულ კორუფციის ბრალდებებზე ისაუბრა.

„დარწმუნებული ვარ, „ბარსელონას" მსაჯებისთვის არ გადაუხდია. თუ გსურთ მოსამართლის ყიდვა, მაშინ ამის გაკეთება ადვილია - მიეცით მას შავი კონვერტი. ტექნიკური საარბიტრაჟო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენისთვის მიმართვას აზრი არ აქვს. ვფიქრობ, ეს ანგარიშები უფრო მწვრთნელებისთვისაა განკუთვნილი. ფეხბურთელებს ინფორმაცია არ ჰქონდათ.

როგორც არ უნდა ეცადონ „ოქროს ხანის" დაკნინებას, ჩვენ ბევრად მაღლა ვიდექით და არ ვიყავით დამოკიდებული მსაჯებზე. კლუბს ვენდობი.” - ციტირებს პიკეს სიტყვებს Sport.es.

15 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბარსელონამ“ 1,4 მილიონი ევრო გადაუხადა DASNIL 95-ს, რომელსაც ხოსე მარია ენრიკეს ნეგრეირა ფლობდა, იმ დროს ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის მსაჯების ტექნიკური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი.

მანამდე ბარსელონას პროკურატურამ სარჩელი შეიტანა კლუბისა და მისი ყოფილი პრეზიდენტების, ხოსეპ ბარტომეუსა და სანდრო როსელის წინააღმდეგ, ნეგრეირასთვის არსებულ გადახდებში შესაძლო კორუფციის საქმეზე.

0.126777