„ტოტენჰემის,“ „ვესტ ჰემისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ჯერმეინ დეფომ განაცხადა, რომ ინგლისურ ფეხბურთში მწვრთნელებისა და მენეჯერების მხოლოდ 4,4% შავკანიანია.
„ხანდახან ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს ამაზე ლაპარაკით, რადგან ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს წლების განმავლობაში ერთსა და იმავეს ვიმეორებ. რიცხვები შოკისმომგვრელია, გულწრფელად რომ ვთქვათ.
ზოგი ამბობს: „რა აზრი აქვს? არ მინდა ტყუილად დავკარგო დრო სამწვრთნელო ლიცენზიის მისაღებად და შემდეგ ვერ მოვახერხო მუშაობა. უაზრობაა. მირჩევნია მედიაში მივიდე და რაღაცას მივაღწევ.
წლების განმავლობაში იყვნენ პრემიერლიგის ლეგენდები, რომლებმაც დიდ ტურნირებზე ითამაშეს, მწვრთნელობის შესაძლებლობა კი არ მიეცათ.“ - ციტირებს დეფოს სიტყვებს BBC.