ფეხბურთი

10:12 | 14.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

მექვაბიშვილი იტალიური კლუბების ინტერესის სფეროში

„დინამო თბილისის“ და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი იტალიურ კლუბებს, „ბოლონიას“ და „სასუოლოს“ დაუკავშირეს.

როგორც გამოცემა Tuttomercato წერს, 21 წლის ფეხბურთელს „ბოლონია“ აქტიურად აკვირდება, თუმცა, ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია. მანამდე იტალიურმა მედიამ „სასუოლოს“ მხრიდან მექვაბიშვილისა და ასევე, გიორგი მოისწრაფიშვილის მიმართ ინტერესის შესახებ დაწერა, რომელიც ასევე „დინამო თბილისში“ თამაშობს.

იტალიური მედია წერს, რომ „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავმა თამაშმა კლუბების მხრიდან ქართველი ფეხბურთელების მიმართ ინტერესი გაზარდა.

ანზორ მექვაბიშვილი „დინამო თბილისის“ კაპიტანია და მთავარ გუნდში 2020 წლიდან თამაშობს. ნიჭიერ ნახევარმცველს საქართველოს ნაკრებში დებიუტი 2022 წელს ჰქონდა, მას შემდეგ მან ეროვნული გუნდის რიგებში 7 მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103544