სხვა

1:15 | 14.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბიატლონის პირველი მედალოსანი სამხრეთ ნახევარსფეროდან

ახალზელანდიელი კემპბელ რაიტი ბიატლონში პირველი ათლეტია სამხრეთ ნახევარსფეროდან, ვინც ბიატლონის საერთაშორისო კავშირის (IBU) ეგიდით ჩატარებულ იუნიორთა ჩემპიონატზე, რომელიც ყაზახეთის შუშინსკში ჩატარდა, 10 კილომეტრზე სპრინტში ოქროს მედალს დაეუფლა.

20 წლის რაიტმა 10-დან ყველა სამიზნე დააზიანა და მონაწილეებს შორის ყველაზე სწრაფი იყო. შედეგად, 35 წამით აჯობა მეორეზე გასულ პოლონელ იან გუნკას.

„შარშან ბოლო სასროლეთზე ძალიან ცუდად ვისროლე და ეს რბოლის წაგებად დამიჯდა. ჩემს თავს ვუთხარი, კემპბელ, თუ ისევ ვერ ივარგებ... სწორედ ამ სიტყვებმა გამიელვა გონებაში. ახლა უკვე აღარ მახსოვს ბოლო გასროლა. მახსოვს, რომ თვალი ცრემლიანი მქონდა. ეს ეპიკური იყო, ძალიან მომეწონა“, - განაცხადა ჩემპიონმა, ვინც შარშან, პეკინის ოლიმპიადაზეც იასპარეზა.

0.115024