ტურ დე ფრანსის ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, მომავალ წელს რბოლა მონაკო-ნიცას დროზე ინდივიდუალური რბოლის ეტაპით დასრულდება. წინა დღით კი მონაწილეებს ნიცა-კუიიოლის სამთო ეტაპის გავლა მოუწევთ.
რბოლის სტარტი იტალიაშია დაგეგმილი, რაც პირველად მოხდება. ტრადცულად, ის პარიზში, შონზ ელიზეზე მთავრდება ხოლმე, მაგრამ ამჯერად, პარიზიდან ნიცაში გადაინაცვლა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ პარიზი ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება.
„ტურ დე ფრანსი მისი ტრადიციული პარიზული ფინიშის ადგილიდან შორს გადაინაცვლებს, რაც ისტორიაში პირველად მოხდება. თუმცა, რბოლის ბოლო ორი დღისთვის რთული მენიუ მოვამზადეთ. მათ შორის, ისეთი ინგრედიენტები, რომლებზეც დიდი მოულოდნელობაა შესაძლებელი“, - ნათქვამია ორგანიზატორთა განცხადებაში.
ბოლოსწინა ეტაპი, 132-კილომეტრიანი სამთო რბოლაა, დროზე რბოლის მარშრუტის სიგრძე კი 35 კილომეტრია. ორივეზე ყვითელი მაისურის მფლობელის შეცვლაა შესაძლებელი.