ფეხბურთი

0:39 | 14.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ლოზანო დაუბრუნდა, კიმის და მერეტის სიტუაციაც ოპტიმისტურია

„ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრაში ფრანკფურტის „აინტრახტს“ უმასპინძლებს. მატჩამდე ორი დღით ადრე ლუჩანო სპალეტის გუნდს ირვინგ ლოზანო დაუბრუნდა.

მექსიკელ ფეხბურთელს ტრავმის გამო „ატალანტასთან“ მატჩი გაუცდა, თუმცა ბოლო ვარჯიშში სრული დატვირთვით მიიღო მონაწილეობა, შესაბამისად, „აინტრახტთან“ ითამაშებს.

ალექს მერეტმა და კიმ მინ-ჯემ, რომლებიც სწორედ „ატალანტასთან“ დაშავდნენ, ინდივიდუალურად ივარჯიშეს, მაგრამ როგორც იტალიური მედია წერს, ისინი დიდი ალბათობით, „აინტრახტთან“ მატჩისთვის მზად იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ პირველი შეხვედრა ფრანკფურტში 2:0 მოიგო და მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი აქვს გადადგმული.

0.118466