ფეხბურთი

18:56 | 13.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "კვარაცხელიას ტრანსფერი სერია A-ს ისტორიაში საუკეთესოა"

Sky Sport-ის ჟურნალისტმა მარკო ბუჩანტინიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და თქვა, რომ სერია A-ში ისტორიაში მისი ტრანსფერი საუკეთესოა ფასისა და ხარისხის გათვალისწინებით.

„მგონია, რომ სერია A-ში ქარიშხალი მოვიდა. კვარა ქმნის მოლოდინის სტრესს, როცა ის შენს ირგვლივაა, იცი, რომ მატჩში ქარიშხალია და გესმის ფონური ხმაური მთელი მატჩის განმავლობაში. ჩემი აზრით, სერია A-ში ნამდვილი ფენომენი მოვიდა. ეს არის ყველა დროის საუკეთესო ტრანსფერი სერია A-ში ხარისხისა და ფასის თვალსაზრისით, მხოლოდ კაკასთან შედარება შემიძლია.

თუმცა, კვარა კაკას მირჩევნია, მიუხედავად იმისა, რომ „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი სხვა დონე იყო. იმიტომ მირჩევნია, რომ კვარა საქართველოში თამაშობდა და არა ბრაზილიაში, სადაც უამრავი ტალანტია. ის „დინამო ბათუმიდან“ მოვიდა, მას შემდეგ, რაც ომის გამო რუსეთი დატოვა. მისი ტრანსფერის შემდეგ არ ვიცოდით მისი გვარი როგორ უნდა გამოგვეთქვა, მაგრამ არც ის ვიცოდით, ამდენად დამანგრეველი თუ იქნებოდა“, - განაცხადა ბუჩანტინიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 22 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი, 9-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა. ჩემპიონთა ლიგის შედეგებსაც თუ დავუმატებთ, კვარას მაჩვენებელი ცხადია უფრო შთამბეჭდავია: 28 მატჩი, 13 გოლი, 13 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი.

0.110809