ფეხბურთი

17:00 | 13.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ქაიროში მოჰამედ სალაჰის ვილა გაძარცვეს

ეგვიპტის მედიასაშუალებების ინფორმაციით, ქაიროში „ლივერპულის“ შემტევის, მოჰამედ სალაჰის ვილა გაძარცვეს.



როგორც ირკვევა, მძარცველები სალაჰის ვილაში შეიჭრნენ და ტელევიზორის რესივერები მოიპარეს. პოლიციამ საქმის გამოძიება უკვე დაიწყო. საბედნიეროდ, ძარცვის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა.

რაც შეეხება თავად ფეხბურთელს, ის ამჟამად ინგლისში იმყოფება, თუმცა სამშობლოში მომავალ კვირას უნდა დაბრუნდეს, სადაც ეროვნულ გუნდთან ერთად მალავის წინააღმდეგ 2 მატჩს ჩაატარებს. პირველი მატჩი აფრიკის ერთა თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 24 მარტს შედგება, განმეორებითი კი ოთხი დღის შემდეგ.

წინა ტურში, „მანჩესტერ იუნაიტედის“ განადგურებისას, მოჰამედ სალაჰმა 129-ე გოლი გაიტანა და „ლივერპულის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა პრემიერლიგაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113996