ყოფილმა ესპანელმა ფეხბურთელმა, გუტიმ El Chiringuito-ს ეთერში გაიგო, რომ კვარაცხელიას კუმირია და გადაწყვიტა, რომ ქართველი ფეხბურთელისთვის ხელმოწერიანი მაისური გაეგზავნა, რომელსაც კვარას ესპანელი ჟურნალისტი ჩაუტანს.
ესპანური ტელევიზიის ჟურნალისტი, ნიკო როდრიგესი ნეაპოლში მიემგზავრება და გუტის მიერ ხელმოწერილ მაისურს „ნაპოლის“ 77-ე ნომერსაც გადასცემს.
გარდა ამისა, იტალიური მედია იუწყება, რომ ამ ამბის შემდგომ, კვარაცხელიასა და „რეალ მადრიდის“ კავშირი კიდევ უფრო გაიზარდა. ქართველი შემტევი „სამეფო კლუბის“ რადარზე აქტიურად ჩანს და მის სიტუაციას მადრიდული გუნდი ყურადღებით აკვირდება.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 22 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი, 9-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მეტი მეწერა მაგრამ შალკემ გამისხა
ხოდა გამიფუჭა ექსპრესი
ტოტენჰემის გუნდობას ...
კარგია მოგება და ასე უნდა გავაგძელოთ მოგებები ლივერპულამდე ყველა მოსაგებია, და თან ლივერპულს ისეთი რთული კალენდარი აქვს შეილება მისი სახლში დამარცხება