ფეხბურთი

11:28 | 13.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

"აინტრახტის" მწვრთნელი: "იმედია, "ნაპოლის" სტადიონზე ჩვენ მაინც შეგვიშვებენ"

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ნაპოლი“ „აინტრახტს“ დაუპირისპირდება. ამ შეხვედრას საბოლოო გადაწყვეტილებით გერმანელი ფანები ვერ დაესწრებიან.

ამ გუნდების პირველ მატჩში მომხდარი ინციდენტების გამო იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფრანკფურტელებს თამაშზე დასწრება აუკრძალა, რაც გერმანელებმა გაასაჩივრეს. შედეგად, TAR-მა სამინისტროს გადაწყვეტილება გააუქმა და თითქოს, „აინტრახტის“ ფანები ნეაპოლში თამაშზე დასწრებას შეძლებდნენ, მაგრამ ნეაპოლის პრეფექტურამ ეს გადაწყვეტილება გაანულა და გერმანელებზე ბილეთების გაყიდვა აკრძალა.

„აინტრახტში“ ამ ფაქტით ძალიან გაბრაზებულები არიან, რაზეც მეტყველებს მთავარი მწვრთნელის, ოლივერ გლასნერის კომენტარი, რომელმაც ამ თემაზე ირონიულად ისაუბრა:

„ალბათ, ორშაბათს ან სამშაბათს სხვა ბრძანება იქნება, რომელიც ჩვენზე იმოქმედებს. იმედი გვაქვს, რომ სტადიონზე მაინც შეგვიშვებენ“, - თქვა გლასნერმა.

შეგახსენებთ, „ნაპოლის“ სტუმრად 2:0 აქვს მოგებული, საპასუხო მატჩი კი 15 მარტს გაიმართება.

0.119193