სხვა

1:22 | 13.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოდერმატმა გიგანტური სლალომის გლობუსი მოიპოვა

როგორც მოსალოდნელი იყო, შვეიცარიელმა მარკო ოდერმატმა, გიგანტურ სლალომში მსოფლიო თასი გაინაღდა. მან სლოვენიის კრანისკა გორაში გიგანტური სლალომის მეორე რბოლაც მოიგო და მეტოქეებისთვის მიუწვდომელი გახდა.

უფრო მეტიც, აბსოლუტურ ჩათვლაში, მისი უპირატესობა 586 ქულამდე გაიზარდა და აქაც ის მიუწვდომელია. აბსოლუტურში მეორე ადგილზე ისევ ნორვეგიელი ალეკსანდერ ომოდტ კილდეა, ვისაც კრანისკა გორაში არ უასპარეზია.

25 წლის ოდერმატმა ორი ცდის ჯამში, 0.32 წამით აჯობა მეორეზე გასულ ნორვეგიელ ჰენრიკ კრისტოფრსენს. მესამე ადგილი კი ფრანგმა ალექსის პინტურომ დაიკავა.

„შარშან უფრო მეტად ვნერვიულობდი, ამჯერად საქმე სულ სხვაგვარად იყო. ამ კვირაში გაცილებით მშვიდი ვიყავი. გლობუსი უკვე განაღდებული მქონდა. ამან დამშვიდების საშუალება მომცა“, - განაცხადა ოდერმატმა.

შვეიცარიელს სეზონის დარჩენილ ოთხ რბოლაში, სულ 175 ქულააღა სჭირდება იმისთვის, 2 000 ქულა მოაგროვოს, რაც ლეგენდარულმა ჰერმან მაიერმა 2000 წელს შეძლო.

სეზონი მომდევნო კვირაში, ანდორაში დასრულდება, სადაც ყველა სახეობის თითო რბოლა ჩატარდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105037