ზაგრებში გამართულ ევროპის თასზე კადეტთა შორის საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
აღნიშნულ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა ყველა წონაში სპორტსმენების მაქსიმალური რაოდენობა გამოიყენა, ამიტომაც ზაგრებში 32-მა ქართველმა იასპარეზა.
ტურნირის გამარჯვებულები თორნიკე გიგაური (-60კგ) და შოთიკო გოჩიაშვილი (+90კგ) გახდნენ. ვერცხლის მედლებს შოთა ბაჩოშვილი (-50კგ) და საბა გველესიანი (-90კგ) დაეუფლნენ. ბრინჯაოს მედლები კი გიორგი დულარიძემ (-66კგ) და ნიკოლოზ ზაალიშვილმა (+90კგ) მოიპოვეს.
საქართველოს კადეტ ძიუდოისტთა ნაკრებმა საერთო ჯამში 6 მედალი მოიპოვა და მე-2 ადგილი დაიკავა. ქართველები მხოლოდ აზერბაიჯანელებს ჩამორჩნენ.