ფეხბურთი

22:48 | 12.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმის" ქამბექი "სამტრედიასთან"

საქართველოს ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში მოქმედმა ვიცე-ჩემპიონმა „დინამო ბათუმმა“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

მატჩი დაძაბული გამოდგა და სტუმრებმა ბათუმელებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. უფრო მეტიც, ორი ულამაზესი გოლით ორჯერ უგებდნენ, მაგრამ ბოლოს მაინც უქულოდ დარჩნენ.

მეოცე წუთზე „სამტრედია“ გიორგი გვიშიანმა შორეული და ლამაზი გოლით დააწინაურა, რასაც 5 წუთში ასევე ეფექტური გოლით ირაკლი ბიძინაშვილმა უპასუხა. ტაიმიც ასე დასრულდა.

მეორე ტაიმი სტუმრებმა კარგად დაიწყეს და 49-ე წუთზე ზვიად ნაჭყებიას შესანიშნავი გოლით ისევ წინ გავიდნენ. თუმცა, „დინამო ბათუმმა“ თამაშში გარდატეხა მაინც შეიტანა. 69-ე წუთზე ბენჟამინ ტეიდმა გაათანაბრა, ხოლო 10 წუთის მერე ჯოვინო ფლამარიონმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

„დინამო ბათუმი“ 10 ქულით ლიდერია და მომდევნო ტურში „გაგრას“ შეხვდება, მაგრამ მისი მდევარი „დინამო თბილისი“ ამ ტურის მატჩს ხვალ „სამგურალთან“ ჩაატარებს და მოგების შემთხვევაში ლიდერობას დაიბრუნებს. „სამტრედია“ 3 ქულით მეცხრე ადგილზეა და „საბურთალოს“ დაუპირისპირდება.

„დინამო ბათუმი“ – „სამტრედია“ 3:2 (1:1)

გოლები: 0:1 გვიშიანი (20), 1:1 ბიძინაშვილი (25), 1:2 ნაჭყებია (49), 2:2 ტეიდი (69), 3:2 ჯოვინო (79)

0.132585