ფეხბურთი

20:39 | 12.03.2023 | ნანახია NaN - ჯერ

ნიკა კვეკვესკირის ეფექტური გოლი პოლონეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას 24-ე ტურში პოზნანის „ლეხი“ სტუმრად „პიასტს“ დაუზავდა, რაც ნიკა კვეკვესკირის დამსახურებაა, რომელმაც გოლი გაიტანა.

ქართველმა ნახევარმცველმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე საჯარიმოს გარედან ერთი შეხებით დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა - 1:1. ნიკასთვის ეს სეზონში მეორე გოლია (37 შეხვედრაში ყველა ტურნირზე).

კვეკვესკირისგან განსხვავებით, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, მოედანზე არ გასულა გიორგი წიტაიშვილი - ის სათადარიგო სკამზე იყო.

„ლეხს“ 40 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 19 მარტს, ლოძის „ვიძევს“ დაუპირისპირდება.


Комментарии (0)

Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация

0.066442