ფეხბურთი

18:31 | 12.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "კვარაცხელიამ მარადონას 10 ნომრის ტარების პატივი დაიმსახურა"

იტალიელმა ჟურნალისტმა პეპე იანიჩელიმ დაწერა, რომ ხვიჩა კვარაცხელია დიეგო მარადონას 10-ნომრიანი მაისურის ტარების პატივს იმსახურებს. „ნაპოლიში“ მარადონას პატივსაცემად ეს ნომერი გაუქმებულია, მაგრამ იანიჩელი ფიქრობს, რომ კვარამ ეს დაიმსახურა, თუნდაც ერთი მატჩით.

„კვარას თამაში იმსახურებს განსაკუთრებულ ზეიმს. კარგი იქნებოდა, კვარას მიენიჭოს დიეგო მარადონას 10 ნომრის ტარების უფლება, მინიმუმ ერთ მატჩში. „ნაპოლიმ“ გააუქმა მარადონას 10 ნომერი, მაგრამ შესაძლოა, გამონაკლისი დაუშვას დიდი მიღწევის აღსანიშნად. დარწმუნებული ვარ, თავად „პიბეც“ მოხარული იქნებოდა ამ გადაწყვეტილებით. უზარმაზარი, მაგრამ დამსახურებული პატივი, რაც კვარას დიეგოსთან ერთად „ნაპოლის“ მარადიულ ოლიმპოზე აიყვანს. ეს არის ოცნება, რომელიც შეიძლება ახდეს“, - დაწერა იანიჩელიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 22 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი, 9-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა. ჩემპიონთა ლიგის შედეგებსაც თუ დავუმატებთ, კვარას მაჩვენებელი ცხადია უფრო შთამბეჭდავია: 28 მატჩი, 13 გოლი, 13 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი.

0.131302