ხვიჩა კვარაცხელიაზე მთელი იტალიური მედია წერს. გამონაკლისი არც პოპულარული Gazzetta Dello Sport-ია, რომელმაც კვარას შესახებ „ატალანტასთან“ სუპერგოლის შემდეგ დაწერა:
„არსებობს კადრი, რომელიც უკვე ვირუსული გახდა, შუაში კი არის ქართველი, რომელიც მთელ საფეხბურთო სამყაროს ატყვევებს. ის ბალეტის მოცეკვავის მოძრაობებით და ცენტრფორვარდის ძალით ურტყამს ბურთს მარჯვენა ფეხს. თუ თამაში არ გინახავთ და მხოლოდ ამ კადრს უყურებთ, ფიქრობთ: მაგრამ, ის ლურჯი წერილი მარტოა 8 მეტოქის გარემოცვაში, როგორ გაიტანა? მან გაიტანა, როგორც ნამდვილმა ჩემპიონმა, რადგან ჩემპიონებისთვის ძალიან რთული მოქმედებაც მარტივია. ჩვენს ჩემპიონატში არიან ჩემპიონები, მაგრამ ასეთის პოვნა ძნელია“, - წერს Gazzetta Dello Sport-ი.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 22 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი, 9-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა. ჩემპიონთა ლიგის შედეგებსაც თუ დავუმატებთ, კვარას მაჩვენებელი ცხადია უფრო შთამბეჭდავია: 28 მატჩი, 13 გოლი, 13 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი.