ფეხბურთი

15:17 | 12.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიაზე: "ნაპოლი" თავისი ულამაზესი პეპლის ფრთებით დაფრინავს"

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ტონი დამაშელი „ნაპოლი“ – „ატალანტას“ მატჩს გამოეხმაურა და თავის წერილში ცხადია ყურადღება ხვიჩა კვარაცხელიაზე გაამახვილა. როგორც მან დაწერა, კვარა „ნაპოლის“ პეპელაა.

„ნაპოლი“ თავისი ულამაზესი პეპლის ფრთებით დაფრინავს, ხვიჩა კვარაცხელია და მისი გოლი საფეხბურთო სკოლებში შესატანია, ქართველი ბიჭის ჯადოქრობა, რომელმაც არა მხოლოდ „ნაპოლი“, არამედ მთელი სერია A დაიპყრო. „ატალანტა“ გამართული იყო მანამ, სანამ ქართველი პეპელა არ გამოჩნდებოდა. „ნაპოლიმ“ კი კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სერია A-ს დანარჩენ 19-ვე გუნდს აღემატება“, - წერა დამაშელი.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 22 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი, 9-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა. ჩემპიონთა ლიგის შედეგებსაც თუ დავუმატებთ, კვარას მაჩვენებელი ცხადია უფრო შთამბეჭდავია: 28 მატჩი, 13 გოლი, 13 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი.

0.117381