ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა დღეს გამთენიას რუსი პიოტრ იანის წინააღმდეგ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. მას 5-რაუნდიან დაპირისპირებაში სრული დომინაცია ჰქონდა. მერაბმა მეტოქის პარტერში გადაყვანა 49-ჯერ სცადა, რომელთაგანაც 11 წარმატებული გამოდგა - ეს კი რეკორგი იყო. აქამდე საუკეთესო შედეგი ორგანიზაციის მძიმე წონის ჩემპიონ კაინ ველასკეს ეკუთვნოდაძალიან.
დვალიშვილმა ბრძოლის შემდეგ არაერთ თემაზე გააკეტა კომენტარი და ისიც აღნიშნა, რომ საჩემპიონო ბრძოლაში მონაწილეობა სურს:
"ამაყი ვარ. მადლობა ქართველებს, რომ აქ ჩემს საგულშემატკივროდ მოვიდნენ, ვინც სახლებიდან მიყურებდა. ყველას ვინც მგულშემატკივრობდა. ქართველები მხოლოდ 5 მილიონი ვართ, მაგრამ ძალიან ძლიერები. ბედნიერი ვარ, რომ აქ ჩემს ქვეყანას წარმოვადგენ და ერთ-ერთი მათგანი ვარ. ჩხუბამდეც ვთქვი, რომ ეს ბრძოლა პირადად ჩემთვის განსაკუთრებული იყო და მას დამატებითი მოტივაციით ვუდგებოდი. ჩემს გუნდთან ერთად შევძელი რომ ეს გამარჯვება მომეპოვებინა და მეჩვენებინა მსოფლიოსთვის, რომ იანი ნულია!
ჩემი საბრძოლო სტილი ყველას ანგრევს, ჩემს გუნდსაც ყველა იცნობს. რთული რაუნდები მხოლოდ ჩემს მეგობარ და ნამდევილ ჩემპიონ ალჯამეინ სტერლინგთან მაქვს. ახლა კი ყველას მივმართავ, ნებისმიერთან ვიბრძოლებ, რადგან მე მშიერი ვარ და ბრძოლა მსურს.
აქ გიგა ჭიკაძე იმყოფება, ის მეძახდა პიოტრისთის ფეხებში ძლიერად დამერტყა, რამაც ძალიან კარგად იმუშავა და მადლობა.
ალჯო ყოველთვის კარგ დარიგებებს მაძევს და მან მითხრა, რომ საჩემპიონო ბრძოლა მოვითხოვო. მხოლოდ ჩვენ ვიცით, ვინ არის ჩვენს შორის ჩემპიონი. ჩვენ გადავწყვეტ ვინ იქნება შემდეგი და რა იქნება შემდეგი გამოწვევა. ამ დღის მერე, კი რა თქმა უნდა ჩემპიონობა მსურს.
ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ყველას მადლობას გიხდით ვინც აქ ხართ, დიდება უკრაინას! თავისუფლება უკრაინას! დიდება საქართველოს! ჩვენ მხოლოდ თავისუფლება გვჭირდება. გთხოვთ შეწყვიტეთ ომი. რუსეთს ჯერ ომით ვერ ვაჩერებთ, მათი სპორტში შეჩერება მაინც შეგვიძლია. იმედი მაქვს, რომ ომი მალე მორჩება და ყველანი მშვიდობიანად ვიცხოვრებთ. ვინ არის ნული?! ვინ არის ახლა ნული?!", - განაცხადა ქართველმა.
გეტყვით, რომ მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მე-9 ბრძოლა მოიგო, კარიერაში კი დადებითი ბალანსი აქვს: 16 მოგება და 4 წაგება.