სხვა

5:59 | 12.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანი უშანსოდ დაამარცხა!

მერაბ დვალიშვილმა კარიერაში ყველაზე მნიშვენლოვანი ბრძოლა მოიგო! 32 წლის ქართველმა მებრძოლმა UFC-ს სუპერმსუბუქი წონით კატეგორიაში რუსი პიოტრ იანი უბრალოდ უშანსოდ დაამარცხა!

მერაბი მთელი ბრძოლის განმავლობაში მეტოქეს სჯობა, რომელიც სხვათა შორის, ფავორიტად იყო მიჩნეული. საბოლოოდ, დვალიშვილმა სამივე მსაჯის გადაწყვეტილებით ხუთივე რაუნდი მოიგო და ბუნებრივია, რომ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა.

შედეგად, მერაბ დვალიშვილს ზედიზედ მე-9 ბრძოლა მოიგო, კარიერაში კი დადებითი ბალანსი აქვს: 16 მოგება და 4 წაგება. თავის მხრივ, პიოტრ იანისთვის ეს უკვე ზედიზედ მესამე მარცხი იყო.

0.123422