Corriere Dello Sport-ის ჟურნალისტმა ანტონიო ჯორდანომ სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დაწერა. მან ქართველი ფეხბურთელით აღფრთოვანება არ დამალა.
„ფე-ნო-მე-ნი! დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის ცხელი ჰაერი, ეს არის კვარა, ეს არის ფეხბურთი, რომელიც დიდ სიხარულს ავრცელებს. კვარა წყალია, ჰაერია, სინათლეა, მზეა, ახალი ღმერთია, რომელიც ხალხს ფეხბურთს აყვარებს, მნიშვნელობა არ აქვს ვინ, ვისი გულშემატკივარია. ის არის 22 წლის ბიჭი, რომელიც გადის მოედნიდან და იღებს პასუხისმგებლობას, რომ საქართველოს მომავალზე ისაუბროს სოციალური ქსელის გამოყენებით. ის არის ოცნების კაცი, კარგი ბიჭი, რომელმაც ნეაპოლი მოაჯადოვა და შოკისმომგვრელ ფეხბურთს თამაშობს. ის კვარაა, ფე-ნო-მე-ნი!“, - დაწერა ჯორდანომ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 28 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა, 13 საგოლე პასი გააკეთა და 3 პენალტი მოიპოვა.