ფეხბურთი

2:10 | 12.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიას" მნიშვნელოვანი მოგება, მამარდაშვილმა კარი მშრალად შეინახა (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგის 25-ე ტურში „ვალენსიამ“ „ოსასუნა“ 1:0 დაამარცხა და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. რუბენ ბარახას გუნდი „მესტალიაზე“ საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და მოგება დაიმსახურა. საგოლე მომენტები უკეთ რომ გამოეყენებინა, სხვაობა უფრო დიდიც იქნებოდა. მაგალითად, 90-ე წუთზე უგო დურომ პენალტი ვერ გაიტანა.

სამაგიეროდ, 74-ე წუთზე ზუსტად დაარტყა ჯასტინ კლუივერტმა და მატჩის ბედი გადაწყვიტა. გიორგი მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში ალბათ ყველაზე იოლი თამაში ჰქონდა, რადგან „ოსასუნას“ კარში არ დაურტყამს, შესაბამისად, ქართველს სეივი არ ჰქონია.

გიორგიმ ლა ლიგის მიმდინარე სეზონის 25 მატჩში 28 გოლი გაუშვა, კარის მშრალად შენახვა კი მეხუთედ მოახერხა.

„ვალენსიამ“ ამ გამარჯვებით 26 ქულა დააგროვა და გასავარდნი ზონა დატოვა, მე-16 პოზიციამდე აღზევდა, თუმცა ჯერ ტურში ყველა თამაში არ ჩატარებულა. სანაკრებო პაუზამდე რუბენ ბარახას გუნდი ბოლო მატჩს 18 მარტს, მადრიდში „ატლეტიკოსთან“ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11646