ერთი კვირის წინათ „ლივერპულმა“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ გაანადგურა (7:0). შემდეგი ნაბიჯი ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერთან, „ბორნმუთთან“ სტუმრობა იყო. თუმცა, კერკეტმა „ალუბლებმა“ მერსისაიდელები ზეციდან დედამიწაზე დააბრუნეს.
დებიუტში სტუმრებს თავის გამოჩენის რამდენიმე შესაძლებლობა ჰქონდათ. გაიტანეს კიდეც, თუმცა გაკპოს გოლი თამაშგარეს მიზეზით არ ჩაითვალა.
მასპინძლები კი დაცვიდან ცდილობდნენ წარმატების მიღწევას და მიზანსაც მიაღწიეს: უატარამ მერსისაიდელთა დაცვა გაარღვია, გამოზომილი პასი მისცა ბილინგს და ანგარიშიც გაიხსნა.
შესვენების შემდეგ „ლივერპულის“ მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, შეცვლვლებით დააპირა თამაშზე გავლენის მოხდენა. მინდორზე შესულმა ჟოტამ პენალტიც მოიპოვა, თუმცა სალაჰმა თერთმეტმეტრიანი გააცუდა, მიზანს ააცილა ბურთი.
სტუმრები შემდეგაც ფლობდნენ ტერიტორიულ უპირატესობას, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.
„ჩელსი“ თანდათან მოყოჩაღდა. ლონდონელებმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგეს ყველა ტურნირის გათვალისწინებით. ამჯერად დედაქალაქელებმა სტუმრად „ლესტერი“ დაამარცხეს.
თავიდან ისინი ბენ ჩილუელმა დააწინაურა. მალევე მასპინძელმა პატსონ დაკამ გაათანაბრა. თუმცა ტაიმის ბოლოს კაი ჰავერცმა „გასახდელის გოლი“ გაიტანა და თავისიანებს დიდი ფსიქოლოგიური უპირატესობა მოუპოვა. საქმე 78-ე წითზე ხორვატმა მატეო კოვაჩიჩმა მოამთავრა - 1:3.
„ტოტენჰემმა“ შინ „ნოტინგემ ფორესტი“ 3:1 დაამარხა. დუბლი მიითვალა ჰარი კეინმა. მე-19 წუთზე მან პედრო პოროს გადაცემის კვალად გახსნა ანგარიში. 35-ზე კი ზუსტად დაარტყა თერთმეტმეტრიანი.
„მანჩესტერ სიტიმ“ ერლინგ ჰოლანდის ზუსტი პენალტით 0:1 დაამარცხა „კრისტალ პალასი.“ ეს ნორვეგიელის 28-ე გოლი გახლდათ მიმდინარე პრემიერლიგაში. „ქალაქელები“ ამჟამად ლიდერ „არსენალს“ოდენ ორი ქულით ჩამორჩებიან, თუმცა „მეთოფეები“ კვირას „ფულემს“ სტუმრობენ და მდევართან უპირატესობა,შესაძლოა, ისევ გაზარდონ.
პრემიერლიგა
27-ე ტური. 11 მარტი
ბორნმუთი - ლივერპული 1:0
ბორნმუთი. „ვიტალიტი სთედიუმი“
1:0 ბილინგი (28)
ბორნმუთი: ნეტო, კელი, სენესი, სტივენსი, სმიტი (ფრედერიკსი 80), უატარა, ლერმა (კუკი 81), ბილინგი (კრისტი 70), ენტონი (ვინია 88), როტუელი, სოლანკე (სემენიო 88)
მწვრთნელი: ჰარი ო’ნილი
ლივერპული: ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი (მილნერი 65), ვან დეიკი, კონატე, რობერტსონი, ელიოტი (ჟოტა 46), ფაბინიო (ჰენდერსონი 65), ბაიჩეტიჩი (კარვალიო 88), ნუნიესი (ფირმინო 66), გაკპო, სალაჰი
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
მსაჯი: ჯონ ბრუკსი
გაფრთხილება: ბილოინგი (46), ენტონი (51); კონატე (75)
კრისტალ პალასი - სიტი 0:1
ლონდონი. „სელჰერსტ პარკი“
0:1 ჰოლანდი (78 პენ)
კრისტალ პალასი: გუაიტა, მიტჩელი, გეხი, ანდერსენი, კლაინი (უარდი 71), მილივოევიჩი (აჰმადა 61), ლოკონგა, შლუპი (ეზე 80), ოლისე, ზაჰა, აიუ (ედუარი 80)
მწვრთნელი: პატრიკ ვიეირა
სიტი: ედერსონი, აკე, დიაში, აკანჯი, სტოუნზი (უოლკერი 79), როდრი, გიუნდოგანი, ბერნარდუ სილვა (დე ბრუინი 79), გრილიში, ჰოლანდი, ფოდენი (ალვარესი 56)
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა
მსაჯი: რობერტ ჯონსი
გაფრთხილება: მილივოევიჩი (30,), ანდერსენი (90+3); დიაში (59), აკე (65)
ტოტენჰემი - ნოტინგემი 3:1
1:0, 2:0 კეინი (19, 35 პენ), 3:0 სონი (62), 3:1 უორელი (81)
ლესტერი - ჩელსი 1:3
0:1 ჩლუელი (11), 1:1 დაკა (39), 1:2 ჰავერცი (45+6), 1:3 კოვაჩიჩი (78)
ლიდსი - ბრაიტონი 2:2
0:1 მაკალისტერი (33), 1:1 ბემფორდი (40), 1:2 ჰარისონი (61 საკ. კარში), 2:2 ჰარისონი (78)
ევერტონი - ბრენტფორდი 1:0
1:0 მაკნილი (1)