დასრულდა ინგლისის პრემიერლიგის 27-ე ტურის მატჩი, რომელშიც „ტოტენჰემმა“ „ნოტინგემ ფორესტს“ უმასპინძლა. შეხვედრა ლონდონში, „ტოტენჰემ ჰოთსფურის“ სტადიონზე გაიმართა.
მასპინძლებმა ანგარიში მე-19 წუთზე ჰარი კეინის გოლით გახსნეს, ზუსტი პასი მას პედრო პორომ მისცა. 35-ე წუთზე „სფურზმა“ უპირატესობა გაზარდა, კეინმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანა.
62-ე წუთზე კორეელმა სონმა ანგარიში გამანადგურებელი გახადა. 81-ზე კი სტუმრმა ჯო უორელმა ერთი საპასუხო გაიტანა.
96-ე წუთზე „ნოტინგემმა“ პენალტის დარტყმის უფლება მოპოვა, მაგრამ ანდრე აიუმ გარდასახვა ვერ შეძლო. შეხვედრა „სფურსის“ გამარჯვებით - 3:1 დასრულდა.
შედეგად, მასპინძლებმა 48 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე არიან. „ნოტინგემი“ კი 26 ქულით მე-14 პოზიციაზე დარჩა.