ფეხბურთი

16:36 | 11.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

"აინტრახტის" პროტესტმა შედეგი გამოიღო: "ნაპოლისთან" მატჩს გერმანელი ფანებიც დაესწრებიან

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩს „ნაპოლისა“ და „აინტრახტს“ შორის, გერმანელი ფანებიც დაესწრებიან.

იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ რისკების თავიდან აცილების მიზნით გერმანელ ფანებზე ბილეთების გაყიდვა აკრძალა, რასაც ფრანკფურტელთა პროტესტი მოჰყვა. ისინი უეფასგან „ნაპოლის“ ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთასაც კი ითხოვდნენ.

საბოლოოდ, „აინტრახტმა“ გადაწყვეტილება TAR-ის საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრა, რამაც შედეგი გამოიღო. „არწივების“ მოთხოვნა დაკმაყოფილდა, შესაბამისად, დაახლოებით 2.500-მდე გერმანელი ქომაგი ნეაპოლში მატჩზე დასწრებას მოახერხებს.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ „აინტრახტი“ გასვლაზე 2:0 დაამარცხა, საპასუხო შეხვედრა კი „სტადიო მარადონაზე“ 15 მარტს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112947