ფეხბურთი

16:00 | 11.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემასა და დეშამს შორის დაპირისპირება გრძელდება

კარიმ ბენზემასა და დიდიე დეშამს შორის დაპირისპირება გრძელდება. ფრანგმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ბენზემამ მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე გუნდი თავისი ნებით დატოვა, ბენზემამ კი მას მატყუარა უწოდა.

„არსებობს მხოლოდ ერთი სიმართლე და კარიმმა ეს იცის: ის 14 ნოემბერს „რეალიდან“ მას შემდეგ შემოგვიერთდა, რაც ტრავმის გამო არ ვარჯიშობდა. პერსონალურად ემზადებოდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ავსტრალიასთან თამაშს შეძლებდა. შემდეგ ექიმებმა სასტუმროში შუაღამისას გვითხრეს, რომ ვერ ითამაშებდა. კარიმი შოკირებული იყო, მისთვის მსოფლიოს ჩემპიონატი ბევრს ნიშნავდა და მითხრა, რომ ეს სიკვდილის ტოლფასი იყო. საუკეთესო ვარიანტში ის ვარჯიშს 10 დეკემბერს განაახლებდა. სოციალურ ქსელში მან დაწერა, რომ გუნდი უნდა დაეტოვებინა, რადგან ეს გუნდისთვის იქნებოდა უკეთესო. ვუთხარი, რომ არ აჩქარებულიყო. მეორე დილით, როცა გავიღვიძე, ვნახე, რომ შეკრება დატოვა. ეს მისი გადაწყვეტილება იყო. მისი წასვლა არავის გაუხარდა, კარიმმა ეს იცის, არ ვიცი, ვინ ავრცელებს ამ ჭორებს. მას მერე, რაც კონტრაქტი გავახანგრძლივე, დავურეკე, რათა გამეგო, ნაკრების მომდევნო შეკრებაზე ჩვენთან ერთად ყოფნა სურდა თუ არა. მან დამიდასტურა, რომ სანაკრებო კარიერას ასრულებდა“, - თქვა დეშამმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში.

დეშამის ამ ინტერვიუზე ბენზემას პასუხმაც არ დააყოვნა, რომელმაც სოციალურ ქსელში დიდიე გააკრიტიკა და მატყუარა უწოდა: „რა თავხედია! მატყუარაა, დიახ, მატყუარა! ის იტყუება, დიდი მატყუარაა“.

შეგახსენებთ, რომ კარიმ ბენზემა მსოფლიოს ჩემპიონატის განაცხადში იყო, მაგრამ მუნდიალის დაწყების წინ ტრავმის გამო შეკრება დატოვა. მოგვიანებით მან სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებაც გააკეთა განცხადება. მედიაში სისტემატურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელთა უმეტესობას გუნდში ბენზემას ყოფნა არ სურდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116329