საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო თბილისმა“ ლუკა ლაკვეხელიანი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ლუკამ „დინამოსთან“ 1+2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ლაკვეხელიანი კარგად იცნობს გიორგი ჭიაბრიშვილის, რომლის ხელმძღვანელობით „საბურთალოში“ თამაშობდა. სწორედ ამ კლუბში დაიწყო მან კარიერა.
ბოლო პერიოდში ლაკვეხელიანი უნგრული „მეზოკოვეშდის“ წევრი იყო, თუმცა, მძიმე ტრავმის გამო თითქმის 1 წელი გამოტოვა. მას საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები.